Friday, April 12, 2013

animals and dance

      

                             ქართულ-ხალხური ცეკვები



     ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის („შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებსთრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათასწლეული) — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო „ხორუმი“.მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა’’, ,,მფერხაობის დღე’’ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება.
წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, ”განდაგანა”, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადური“ და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა (მხატვრული ხელძღვანელები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი),სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ (მხატვრული ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე), სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,ერისიონმა’’.   
მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა’’, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით.




                                                          აჭარული



 განდაგანა აჭარული წარმოშობის ცეკვაა. ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის კოსტიუმებით. შედგება სამი- ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისაგან. მუსიკალური ზომაა 6/8.
     


                                                                                მთიულური


  მთიულური — ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიუ


ლურში, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, რომლის მუსიკალური ზომაც, უმეტეს შემთხვევაშია 2/4.






                                                              ქართული




    ქართული ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თეატრალიზებული სინთეზური სანახაობის - სახიობის წიაღში (XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დიმიტრი არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მელიტონ ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.



                                                                              

                                              მთიულური დავლური

  

    მთიულური დავლური მთიულურის ჯგუფის ქართული ხალხური ცეკვაა. შედგება ნელი დავლურისა და სწრაფი მთიულურისაგან. მუსიკალური ზომა 6/8.                                                                                        





                                                               


 ბაღდადური

                                                                                  

    ბაღდადური ქართული ქალაქური ცეკვაა. აღმოცენდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. განსაკუთრებით დამკვიდრდა ხალხურ საგაზაფხულო დღესასწაულზე-ყეენობაზე. ბაღდადურს საფუძვლად დაედო, ძველებური ქართული, გლეხური ცეკვის ”ბუქნის”, ხტომითი მოძრაობები და პანტომიმის ელემენტები. ბაღდადურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალიზებული დადგმაა ”ძველი თბილისის სურათები” (ქორეოგრაფი ი. ბაგარატიონი). ბაღდადაურის ელემენტები, კომპოზიტორმა ვ.დოლიძემაც გამოიყენა თავის ოპერაში ”ქეთო და კოტე”. მუსიკალური ზომაა 6/8                              





















                                                        დავლური 




         დავლური განეკუთვნება ქართული ჯგუფური ცეკვების რიცხვს, სრულდება ნელი დავლით, ნარნარი მიხვრა-მოხვრით. ამ ცეკვის კომპოზიციური მონახაზი: მწკრივების შექმნა, დაშლა, წყვილად დაყოფა, წრეზე სვლა და ა.შ, ბევრი სხვა ქართული ცეკვისთვისაცაა დამახასიათებელი. დავლურის ქართულ ცეკვაში გარდამავალი ელემენტები გამოყენებულია ქართველ კომპოზიტორთა ისეთ ცნობილ ოპერებში როგორიცაა: მელიტონ ბალანჩივაძის ”დარეჯან ცბიერი”, დიმიტრი არაყიშვილის ”თქმულება შოთა რუსთაველზე” და სხვა.                                                              

                                                                      
                                                                                        












                                                                              

                                                          სამაია

  

სამაია- ქალთა ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართობის დროის ცეკვა ,,სამაიამ’’, რომელსაც სამი მოცეკვავე ასრულებს (,,სამთა გვამთა’’ - ვახტანგ ბატონიშვილი), ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს - მთვარეს. წარმართობის დროინდელი ქართულ სარიტუალო საფერხულო ცეკვას ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები ,,ძეობის’’ დღესასწაულზე. ტერმინი ,,სამაია’’ სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს ,,როკვას, შუშპარს’’. დროთა განმავლობაში ,,სამაიამ’’ დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა. შემსრულებელთა რაოდეობაც მთელ რიგ შემთხვევებში აჭარბებს წეს-ჩვეულებით დაკანონებულ რიცხვს - სამს. ამჟამად ჩვენში გავრცელებული ,,სამაია’’ სამეულის პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით სრულდება ქალთა ჯგუფების მიერ (გვხვდება ა. ბალანჩივაძის ,,მთების გულში’’).





                                                                                

                                                          ხორუმი

       

  ხორუმი, საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რეგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.




                                                                             

                                                        ხევსურული


 მთაში დაბადებული ეს ცეკვა, თავის თავში აერთიანებს: ტრფობის, ვაჟკაცობისა და ქალისადმი პატივისცემის ელემენტებს. ცეკვა ხევსურული, წყვილის ფლირტით იწყება, რომელშიც მოულოდნელად მესამე მამკაცი, სავარუდოდ ქალის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ერევა. ელვის უსწრაფესად, ქალ-ვაჟს შორის ფლირტს სცენაზე, მეტოქეთა შორის ხელჩართული ორთაბრძოლა ცვლის. მათი დაზავება კი, მხოლოდ დავის ობიექტი ქალბატონის მიერ, მოპაექრეთა შორის ჩაგდებული მანდილით ხერხდება. როგორც კი ქალი ტოვებს ბრძოლის ველს, მამაკაცებს შორის დუელი უფრო ენერგიული ტემპებით გრძელდება, საბოლოო ჯამში, ორთაბრძოლა ისევ და ისევ მანდილოსანთა ჩარევით, ამჯერად უკვე საბოლოოდ და მშვიდობიანად მთავრდება. ურთულესი მოძრაობები, რომლითაც ცეკვის დროს საბრძოლო მოქმედებების იმიტირება ხდება, საოცარი ოსტატობითა და სიზუსტით სრულდება. მოცეკვავისგან ამ მოძრაობების შესრულება დიდ ტაქნიკას და ინტენსიურ პრაქტიკას მოითხოვს.                                                                                  




                                                                                 
                                                                           

                                                                                           სიმდი და ხონგა



     ეს ორი ცეკვა ოსეთის რეგიონიდან იღებს სათავეს. მათ შორის ბევრი საერთოა, თუმცა ბევრია განსხვავებაც. მოძრაობები, კოსტიუმები (გრძელსახელოებიანი სამოსი, მაქსიმალურად მაღალი, წოწოლა თავსაბურავები) ორივე ცეკვაში ერთნაირია, თუმცა ხონგას მოცეკვავეთა შედარებით მცირე რაოდენობა ასრულებს, სიმდში კი მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ხონგას შესრულებაში განსაკუთრებით რთული და ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესი, მამაკაცის პარტიაა. სიმდი კი წყვილთა ნელ და ზუსტ მოძრაობებზეა აგებული. ამ ცეკვის მთავარი სილამაზე მოცეკვავეთა მწკრივების რიტმულ, ერთიან ტრიალსა და მათი შავ-თეთრი სამოსის მონაცვლეობა-კონტრასტს  ეფუძნება.
 

 



                                                                            

                                                                              ჯეირანი


 ქორეოგრაფიული ქარგა ამ ულამაზესი ცეკვის, რომლის ერთ-ერთი ბრწყინვალე შემსრულებელიც ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” დამფუძნებელი, ქალბატონი ნინო რამიშვილი იყო, აგებულია კლასიკური ბალეტის ილეთებისა და ნადირობის რიტუალის ამსახველი დინამიური სცენების სინთეზზე.














                                                                                     

                                                                ყაზბეგური



   საქართველოს მთიანეთში დაბადებული ეს ცეკვა, თავისი შინაარსითა და ქორეოგრაფიული მონახაზით, გარკვეულწილად ასახავს კიდეც მთის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ და ხისტ ატმოსფეროს, რაც საცეკვაო მოძრაობების დინამიზმსა და სიზუსტეში გამოიხატება. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ამ ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ და ეს ასპექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მთის ბინადართათვის დამახასიათებელ ხასიათის სიმტკიცესა და მდგრადობას, რომლის წარმოჩენაც ცეკვა ”ყაზბეგურის” მთავარი ლაიტმოტივია.





                                                                     

                                                                            ფარცა


 ეს ცეკვა გურიის რეგიონიდან იღებს სათავეს, გამოირჩევა უსწრაფესი და ულამაზესი ილეთებით. მისი დინამიური ქორეოგრაფიული ქარგა, ურთულესი ხტომითი მოძრაობები, მოცეკვავეების მიერ სცენაზე შეკრული კამარა, მაყურებელში ერთდროულად იწვევს აღფრთოვანებისა და ზეიმის განცდას.





                                                                                 ხანჯლური


                                                                            


     ხანჯლური ქართული ხალხური ცეკვაა; ასრულებენ ხანჯლებით. აგებულია მთიულური ცეკვის ელემენტებზე. წარმოადგენს ცეკვისა და ჟონგლიორობის სინთეზს. საცეკვაო ილეთების შესრულებასთან ერთად მოცეკვავე ხანჯლებს მაღლა ისვრის, ისევ იჭერს და ოსტატურად ასობს იატაკზე (მიწაში).













                                                                     რაჭული



















                                                                             სუხიშვილები








                                                                           ერისიონი




















Thursday, April 4, 2013

ცხოველები

ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდის — 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა.                                                                                

მგელი                 


მგელი ძაღლისებრთა ოჯახის  ყველაზე დიდი წარმომადგენელია. აღნიშნული ოჯახი არის ერთ-ერთი მტაცებელთა ) კლასის შემადგენელი შვიდი სახეობიდან. დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გავრცელებული: ე. წ. წითური მგელი და რუხი მგელი . რუხი მგლის რამდენიმე ჯიში არსებობს: ჩრდილოეთის, ანუ არქტიკულ მგელი, ჩრდილოეთ ამერიკის ტყის მგელი, ცენტრალური აზიის სტეპების მგელი და ჩვეულებრივი მგელი, რომელიც დღესაც ბინადრობს აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ტერიტორიებზე. სტეპის მგელს თხელი, მოხდენილი სხეული აქვს და ღია შეფერილობა, გარეგნულად იგი ძალიან ჰგავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულ რუხ მგელს. არქტიკული მგელი კი ბევრად დიდია.

დათვი

ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიადა შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგან განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. შემოდგომაზე ბუნაგში წვება და ზამთრის ძილს ეძლევა. სძინავს 75-195 დღე. ზამთრის ძილი ზერელეა, ცხოველი საშიშროების შემთხვევაში ტოვებს ბუნაგს, იწყებს ხეტიალს და იკავებს ახალს. სამხრეთში, სადაც ზამთარი მცირეთოვლიანია. მურა დათვი ბუნაგში არ წვება. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს 2-3, იშვიათად 4-5 ბელს.   


პანდა  


   გიგანტური პანდა მიეკუთვნება მცენარეჭამია ცხოველებს. მისი საყვარელი საჭმელია ბამბუკის ფოთლები,ასევე ტოტები,ყლორტები და ფესვები. პანდა იკვებება ჩაცუცქულ მდგომარეობაში, ტოტების მოტეხაში კი მისი განსაკუთრებული ცერა ეხმარება. გიგანტური პანდების უმრავლესობა დაახლოებით, 16 საათს კვებას უთმობს.მას დიდი რაოდენობით პანდა სჭირდება დასანაყრებლად. მოზრდილ პანდას დაღეში 10-20 კოლოგრამი ბამბუკი სჭირდება,ზოგჯერ მეტიც.თუ სხვა ცხოველი მიღებული საკვების 80 პროცენტს ინელებს, პანდა ინელებს მხოლოდ 17 პროცენტს.
მელა

გავრცელებული არიან ყველგან ანტარქტიდის გარდა. ავსტრალიაში შეყვანილია. გვარში 6 სახეობაა. ჩვეულებრივი მელია ტანად ყველაზე დიდია. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი მელის 3 სახეობა. სამხრეთი რასები უფრო ღია ფერისანი არიან, გვხვდება სრულიად თეთრი (ალბინოსები) ან შავი ინდივიდები (მელანისტები). განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ველებსა და უდაბნოებში. ბინადრობენ აგრეთვე ტყეში და სხვა ადგილებში. ცხოვრობენ სოროში, რომელსაც თვითონ თხრის, ზოგჯერ მაჩვის ან სხვა ცხოველის სოროს იკავებს

 თეთრი ლომი




 გვარი პანტერას და კატისებრთა ოჯახის წევრია. დღეს ბუნებაში ლომი გავრცელებულია აფრიკაში, სახარას ჩრდილოეთით, და ინდოეთში, გის ფორესტ ეროვნულ პარკში. ლომი გაქრა ჩრდილოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აფრიკიდან ისტორიული დროის ფარგლებში. დაახლოებით 10 000 წლის წინათ, ლომი, ადამიანის შემდეგ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ძუძუმწოვარი იყო. ის ამერიკაშიც კი, გვხვდებოდა.
აფრიკაში ლომის პოპულაცია ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ოცდაათიდან ორმოცდაათ პროცენტამდე შემცირდა. ლომის პოპულაციის შემცირების მთავარი მიზეზია ჰაბიტატის დაკარგვა და ადამინათან კონფლიქტი.

არწივი


არწივის სხეულის წონა 6 კგ-მდეა (მთის არწივი), ფრთების შლილი 2 - 2,5 მ-მდე. მამალი და დედალი ერთნაირი შეფერილობისაა. ცნობილია 12 სწახეობა. გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობს ტყეებში, ველებზე, ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, მთამაღალზე. ბუდეს იკეთებს ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე.  იკვებებიან პატარა და საშუალო ზომის ხერხემლიანი ცხოველებით, ზოგჯერ მძორითაც. ყველა არწივი  სასარგებლოა, ვინაიდან ანადგურებს მავნე მღრღნელებს, მაგრამ მთის არწივის ნადავლს ძირითადად საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველ-ფრინველი შეადგენს. ის ნადირობს შურთხზე, როჭოზე, კაკაბზე, გნოლზე, კურდღელზე, მელაზ. იტაცებს ბატკნებს. ჯიხვის, არჩვის, ნიამორის თიკნებს: ზოგჯერ მოზრდილ ცხოველებსაც ესხმის თავს. განსაკუთრებით ემტერება გადამფრენ 
ფრინველებს - წეროებსა და ბატებს.



ჯიქი




ეკუთვნის კატების ოჯახს. 
აღწერილობა: სხეული მოგრძო, მოხდენილი და მოქნილი,თავი მრგვალი, კუდი გრძელი, ფეხები ღონიერი და აღჭურვილი გრძელი ბრჭყალებით, რომლებიც იმალება თითების ბალიშში, ბეწვის შეფერილობის საერთო ფონი მოყვითალოა, მრავალრიცხოვანი შავი ლაქებით. სხეულის სიგრძე 100-180სმ, კუდის 110, სხეულის წონა 100 კგ-მდეა.
გავრცელება: აფრიკა, აზიის სამხრეთი ნაწილი, რამდენიმე ათეული წლის წინათ ბინადრობდა კავკასიაში, ამჟამად იშვიათად გვხვდება ამიერკავკასიაში. საქართველოში არსებობა საეჭვოა, შესაძლებელია , რომ გადარჩენილია სადმე დიდი კავკასიონის დაბურულ ტყეებში. ერთი ეგზემპლარი მოკლული იყო სამხრეთ ოსეთში 1950 წელს თბილისის მიდამოებში, საგურამოს ნაკრძალში, უფრო ადრე აღნიშნული იყო ჯიქის მოპოვების შემთხვევები კოდორისა და ბზიფის ხეობებში. 
ცხოვრების ნირი: ბინადრობს მთის უღრან ტყეებში კლდოვან ფერდობებზე, ხევებში,
მდინარეთა ნაპირას ბუჩქნარებში. შეუძლია ადვილად ასვლა ხეებზე, სადაც ისვენებს და უთვალთვალებს მსხვერპლს. აქტიურია ღამის საათებში, თუმცა არც დღისით გაურბის ნადირობას . ნადირობს ჩასაფრებული ან მიპარვით ნადირთა ბილიკებზე და წყალსალევებთან. იკვებება ძირითადად გარეული ჩლიქოსნებით, ზოგჯერ ესხმის შინაურ ცხოველებს, კერძოდ-ძაღლებს, იშვიათად ადამიანსაც კი. მძუნაობა მიმდინარეობს ჩვეულებრივ იანვარში , მაკეობის ხანგძლივობა დაახლოებით 3 თვეა. მდედრი შობს 1-3 თვალაუხელელ ნაშიერს, რომლებიც თვალებს იხელენ 10-12 დღის შემდეგ.


ჯიხვი




 დიდი ზომის თხა. მიეკუთვნება წვრილჩლიქოსნების რიგს. ცნობილია ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური და აღმოსავლეთკავკასიური. ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი სხეულის სიგრძე 165 სმ-ია, სიმაღლე 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14სმ, წონა 80- 100კგ. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. ადვიალდ შინაურდება. ჯიხვი წიტელ ნუსხაში არის შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. ჯიხვი ენდემური ცხოველია და ბინადრობს მხოლოდ კავკასიონზე.





ირემი




 წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. თითო რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს. ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი — ერთფერი. კუდის არეში აქვს სხვადასხვა სიდიდის „სარკე“. გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში. აერთიანებს 6 ქვეგვარის 13-14 სახეობას. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი. სანადირო და სარეწაო ცხოველებია. ნახევრად მოშინაურებული ირმების ნორჩ რქებს — პანტებს იყენებენ პანტოკრინის დასამზადებლად. ნადირობა უმთავრესად აკრძალულია, აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაშისამხრეთ ამერიკაში და სხვა.




ლამა







 წყვილჩლიქოსანი ცხოველების გვარი აქლემისებრთა ოჯახისა. კუზი არ გააჩნია, აქვს გრძელი კისერი, გრძელი და წვრილი ფეხები, დიდი თვალები და ყურები, გრძელი და სქელი ბეწვით დაფარული სხეული. ფეხის კორძები სუსტად აქვს განვითარებული. სხეულის სიგრძე 120-175 სმ, მასა 48-96 კგ აღწევს.




აქლემი






ველურად მარტო ორკუზიანი აქლემია შემორჩენილი (სინძიანის უდაბნოებსა და სამხრეთ-დასავლეთ მონღოლეთში). აქლემი მხოლოდ უდაბნოსა და მშრალი სტეპის ზონებშია გავრცელებული. იმ მცენარეებით იკვებება, რომლებსაც სხვა მცოხნელები არ ჭამენ. სვამს ცოტა წყალს, ზოგჯერ მლაშესაც. დიდხანს შეუძლია უწყლოდ გაძლება. აქლემის კუზში გროვდება სამარაგო ცხიმი (100 კგ-მდე და მეტიც), რასაც ცხოველი საკვების ნაკლებობისას იყენებს. სხეულის ნაწილები, რითაც წოლის დროს მიწას ეხება, დაფარული აქვს სქელი კორძებით. ამის გამო აქლემს შეუძლია გავარვარებულ (70 °C-მდე) ნიადაგზე უვნებლად წოლა. სხეული ეყრდნობა ფართო რბილ თათებს, რაც ქვიშაზე სიარულს უადვილებს. ბევრ ადგილას აქლემი მოშინაურებულია (დაახლოებით 5000 წლის წინ) და გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო ცხოველად. ზრდასრული აქლემის მასა 500-800 კგ-ია. ერთკუზიანი აქლემის მაკეობა გრძელდება 13 თვე, ორკუზიანისა - 14. შობს ერთ კოზაკს. აქლემი ძლიერი სასაპალნე და შესაბმელი ცხოველია. შეუძლია ზურგით ატაროს საკუთარის წონის 50%-მდე ტვირთი, თოხარიკით გადის დღეში 100 კმ-მდე (საათში 10-12 კმ). ცოცხლობს 35-40 წელს. სამუშაოდ იყენებენ 4-25 წლის ასაკში. იძლევა რძეს, ხორცს, მატყლს. ერთკუზიანი აქლემი წელიწადში იწველის 4,5% ცხიმიანობის 2000 ლ-მდე რძეს. ორკუზიანი - 5,4 ცხიმიანობის 750 ლ-მდე რძეს. რძისაგან ამზადებენ კუმისს, კარაქს, ყველს. ორკუზიანი აქლემის ნაპარსის კანძი 5-10 კგ-მდეა (ზოგისა 13 კგმდე), ერთკუზიანისა 2-4 კგ-მდე. ორკუზიანი აქლემის მატყლი უფრო მაღალხარისხოვანია. აქლემის ხორცის კვებითი ღირებულება ძროხის ხორცისას არ ჩამოუვარდება და ზოგან საკვებადაც იყენებენ.

    იხვი







შინაური იხვი  წარმოშობილია გარეული იხვისაგან,რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1000-ზე ადრე მოიშინაურეს ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-7 თვისა. კვერცხების ყოველ ციკლში (5-6 თვე) დებს 90-130 კვერცხს, თითოეული 85-90 გრამს იწონის. კვერცხის საინკუბაციო ვადაა 27-28 დღე. მოზრდილი მამალი იხვი იწონის 3-5 კგ, დედალი - 2-3,5 კგ. პროდუქტიულობის მიხედვით იხვების ჯიშები იყოფა: სახორცე (პეკინური, უკრაინული რუხი, შავი თეთრგულა და სხვა), სახორცე-მეკვერცხული ან მეკვერცხულ-სახორცე (ხაკი-კემპბელი, ფრთასარკა და სხვა) და მერვერცხული (ინდური მარბოლარები).
                                                                              

                                                                                  ავაზა



ავაზის მკერდი განიერია, ხოლო წელი - წვრილი. უხეში, წინწკლებიანი ბეწვი მას მაღალ ბალახში შეუმჩნეველს ხდის და მსხვერპლთან მიახლოებას უადვილებს. ავაზის ხალები 2-3 სანტიმეტრის დიამეტრისაა და მუცლის მხარეს (თეთრ ბეწვზე) არ ჩნდება. გეპარდს პატარა თავი აქვს, რაც ხელს უწყობს სიჩქარის განვითარებაში, ხოლო შავი ხაზები მის თვალებთან მზის სხივებს არიდებს და ხედვის არეალის გაფართოების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ იგი საათში 120 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს, ავაზა ძალიან მალე იღლება.
მოზრდილი ავაზა 40-65 კილოგრამს იწონის. მისი სხეულის სიგრძე შეიძლება 135 სმ იყოს, როცა მხოლოდ კუდი 84 სმ-მდე იზრდება. მამრი შეიძლება მდედრზე ოდნავ დიდია, მაგრამ სიმაღლის მიხედვით მათი გარჩევა საკმაოდ რთულია. თითქმის იგივე ზომის ლეოპარდთან შედარებით, ავაზას უფრო მოკლე ტანი, მაგრამ მაღალი ფეხები და გრძელი კუდი აქვს.
ავაზებში გვხვდება იშვიათი სახის მუტაცია: ზოგჯერ მათი ხალები იმდენად დიდია, რომ ერთმანეთს ერწყმის და ჩვეულებრივი ინდივიდებისაგან განსხვავებულ მოხატულობას ქმნის. ასეთ ერთეულებს ”სამეფო ავაზებს” უწოდებენ.


















                                                                              ჟირაფი


 მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა. აერთიანებს 2 გვარის 2 სახეობას: ჩვეულებრივ ჟირაფსა და ოკაპს. ჩვეულებრივი ჟირაფის სიმაღლე 5-6 მეტრს, მასა 550-1800 კგ აღწევს. აქვს მოკლე სხეული, გრძელი მაღალი კისერი, პატარა თავი, დიდი თვალები, მოკლე და ვიწრო ყურები, პატარა რქები. არეალის სხვადასხვა საზღვრებში შეფერილობა ცვალებადია და ამის გამო ჟირაფის რამდენიმე ქვესახეობას გამოყოფენ. გავრცელებულია აფრიკაში საჰარის სამხრეთით. ბინადრობს სავანეებში. ქმნის მცირე ჯგუფებს, რომლებიც 12-15 (ზოგჯერ 70-მდე) სულისაგან შედგება. აქტიურია დღისით. იკვებება აკაციის ფოთლებით და ტოტებით. აქვს კარგი მხედველობა და სმენა. მაკეობა 420-450 დღეს გრძელდება. ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს — სხვადასხვა ნაკეთობისათვის.

ჟირაფის რაოდენობა ძალზე შემცირებულია, ხოლო ზოგან სრულიად განადგურებულია. შენარჩუნებულია უმთავრესად ეროვნულ პარკებსა და რეზარვატებში.

















                                                                                    ბეჰემოტი                                                                                    

  ჰიპოპოტამი (რაც ბერძნულად ზღვის ცხენს ნიშნავს) დიდი ზომის ყველაფრისმჭამელი (ძირითადად ბალახისმჭამელი) ძუძუმწოვარია, რომელიც შედის წყლისჩლიქოსანთა რიგში და ბეჰემოტოს ოჯახში. დღეს-დღეობით შემორჩენილია ჰიპოპოტამის (იგივე ბეჰემოტი) მხოლოდ ორი სახეობა: ჩვეულებრივი და ჯუჯა ბეჰემოტი. 
                        





                                                                         

                                                                            ფარშევანგი




ფარშევანგი არის ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა.ფარშევანგი მიეკუთვნება ქათმისნაირთა ჯგუფს. გავრცელებულია ინდოეთსა და ცეილონზე. იკვებება მცენარეთა თესლებით,ყლორტებით.












                                                                    ქამელეონი

                                                                                 


ქამელეონების დიდი უმრავლესობა ბინადრობს მადაგასკარზე, აფრიკაში, და მეზობელ კუნძულებზე. ერთი სახეობა გვხვდება სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე, მცირე აზიასა და სირიის სამხრეთ–დასავლეთით და სამხრეთით. ორი სახეობა გვხვდება არაბეთში და ერთი კი ინდოეთსა და ცეილონში.













                                                                                        


                                                                                                    სპილო













სპილოები პირველად მიიჩვიეს და საომარ მოქმედებებში გამოიყენეს ინდოეთში (ცნობილი ფაქტია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქართან შეტაკებისას სპილოებიც იღებდნენ მონაწილეობას). მოგვიანებით სპილოებს იყენებდნენ როგორც მაკედონიაში, ასევე სხვა ელინისტური სახელმწიფოებში. უნდა აღინიშნოს, რომ ბრძოლებში სპილოებს უმეტესად მოწინააღმდეგის შესაშინებლად იყენებდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპილოები სუსტი მებრძოლები არიან, მაგრამ სპილოები იძულებულნი იყვნენ მტრებს დასხმოდნენ თავს და სასიკვდილოდ გასწორებოდნენ,რაც გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა.










                                                                               გორილა


 მაიმუნი პრიმატების რიგისა. მისი სიმაღლე 175 სმ აღწევს, ხელების შლილი 260 სმ, წონა - 135-180 კგ (ტყვეობაში 300 კგ-მდე). დედალი გაცილებით ნაკლები ზომისაა (იწონის 75-100 კგ, ტყვეობაში 126 კგ-მდე). გორილას ბალანი შავი აქვს, თხემზე წაბლისფერი, ზურგზე სიბერეში უჭაღარავდება. ტვინის ქალას მოცულობა 500-600 (ზოგისა 752) სმ3. ტვინი აგებულებით ადამიანის ტვინს უახლოვდება. ზედა კიდურები ქვედაზე გრძელია. ადამიანთან მსგავსებას ნაწილობრივ განაპირობებს ხმელეთზე ცხოვრების ნირი. გორილა გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში. ცხოვრობს ტროპიკულ ტყეებში ხროვებად, რომლებსაც მეთაურობენ ძლიერი მამლები. დადის ოთხ ფეხზე. იკვებება მცენარეთა ნაყოფით, კენკრით და სხვა. მაკეობა 250-290 დღე გრძელდება. ახლად დაბადებული გორილა 2 კგ-მდე იწონის. ცოცხლობს 25-30 წელი. ტყვეობას კარგად იტანს, მრავლდება. სპორტული ნადირობის შედეგად გორილა მრავალ ადგილას მოისპო, ამიტომ ყველგან იცავენ.

                                                                              

                                                                                    პინგვინი


                                                                             ცივი ზღვის ტალღებს შორის, ყინულოვან ანტარქტიდაში ბინადრობენ. აქ მათი 17 სახეობაა გავრცელებული. ადვილად ეგუებიან ნებისმიერ გარემო პირობებს, ბუმბულს კი მანამ არ იცვლიან, სანამ ახალი არ ამოუვათ, ამიტომ პინგვინებს ყინვა არ ადარდებთ, მათ ყოველთვის „აცვიათ“ თბილი ბუმბულის საფარი; პინგვინებს კანქვეშ ქონის სქელი ფენა აქვთ, ამიტომ დიდხანს შეუძლიათ ცივ წყალში ცურვა და ხანგრძლივ მოგზაურობებსაც ხშირად აწყობენ (პინგვინები ცურავენ36 /სთ სიჩქარით)ცხოვრების 2/3-ს წყალში ატარებენ. ფრინველთა უმრავლესობისაგან პინგვინი იმით განსხვავდება, რომ სიარულისას სხეული შეუძლია ვერტიკალურ მდგომარეობაში დაიჭიროს, თუმცა პინგვინები ნელა, მოუხეშავად და სასაცილოდ დაბაჯბაჯებენ.





                                                                    თეთრი დათვი





 მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. არქტიკული ფაუნის ტიპობრივი წარმომადგენელი. გავრცელებულია ჩრდილოეთ ყინილოვანი ოკეანის კუნძულებსა და სანაპიროებზე. მამრის სხეულის სიგრძე 2.5-3 მ, ხოლო მდედრის 2-2.5 მ აღწევს. მამრების წონა 400-650 კგ (იშვიათ შემთხვევაში 1000კგ), ხოლო მდედრების 175-300 კგ. სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-30 წელია. სხეული დაფარულია თეთრი (მოყვითალო), ხშირი, გრძელი ბალნით. თეთრი დათვის ძირითადი საკვებია სელაპი, ჭამს აგრეთვე თევზს, ფრინველებსა და მათ კვერცხებს, ლეშს. ზამთრის ძილს არ ეძლევა. კარგად ცურავს და ყვინთავს. ცურვაში ეხმარება სქელი კანქვეშახიმის ფენა, რომელიც ამცირებს ცხოველის კუთრ წონას და იცავს მას სიცივისაგან. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ შობს 1-2, იშვიათად 3 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4 წლისა (მამალი უფრო გვიან). თეთრი დათვის ტყავს იყენებენ ნოხად, ხორცს - საკვებად. ზოოექსპორტის ძვირფასი ობიექტია. მასზე ნადირობა ზოგ ქვეყნებში აკრძალულია, ზოგან კი - შეზღუდული.
ჩრდილოეთ პოლუსის ყინულები, რომელიც გადაჭიმულია რუსეთამდე, გრენლანდიამდე, ნორვეგიამდე, კანადასა და აშშ-მდე, თეთრი დათვის არასტუმართმოყვარე სამმშობლოს წარმოადგენს. თეთრი დათვი ერთ-ერთე უდიდესია დათვებს შორის. ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი — ყველაზე დიდი.თეთრი დათვის ხშირი ბეწვი ძალიან ღია ყვითელი ფერისაა იმისათვის, რომ შეერწყას თოვლიან გარემოს. კიდურების მიდამოებში ბეწვი გრძელია, რაც ეხმარება დათვს სრიალა ყინულზე გადაადგილებისას. თეთრ დათვს დიდი მანძილის გავლა შეუძლია. ის გაცილებით მეტს მოძრაობს, ვიდრე სხვა დათვები. თეთრი დათვი არა მარტო ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებთან ცხოვრობს, არამედ ხშირად მცურავ ყინულებზეც გვხვდება. ასეთი ყინული ზოგჯერ 50 000 კვ.კმ.-ის ფართობსაც აღწევს.







                                                                                სელაპი
                                                                         
       


სელაპი — ფარფლფეხიანების რიგის ძუძუმწოვრების ორი ოჯახის — ნამდვილი სელაპების და ყურებიანი სელაპების საერთო სახელწოდება.
ნამდვილ სელაპებს ყურის ნიჟარები არ გააჩნიათ, მათი ორივე წყვილი კიდური გარდაქმნილია ფარფლებად და ბრჭყალებით ბოლოვდება. უკანა ფარფლები უკნისაკენაა მიმართული და წყალში სამოძრაო აპარატს წარმოადგენს. აერთიანებს 12 გვარის 20-მდე სახეობას. ფართოდ არიან გავრცელებული; განსაკუთრებით ბევრია პოლარული წრის განედებში.
ყურებიან სელაპებს  ყურის პატარა ნიჟარები აქვთ, მათი წინა ფარფლები მოკლებულია ბრჭყალებს, უკანა ფარფლები წინისაკენ მოიკეცება და, ისე როგორც წინა ფარფლები, წარმოადგენს სხეულის საყრდენს ხმელეთზე მოძრაობისას. გავრცელებული არიან ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში:ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მხოლოდ წყნარ ოკეანეში, სამხრეთში–ყველა ოკეანეში. მათ განეკუთვნება ზღვის ლომები (5 გვარი 5 სახეობით) და ზღვის კატები (2 გვარის 6 ან 9 სახეობა).


                                                                           კურდღელი








კურდღლისებრნი — ძუძუმწოვრების ოჯახი კუდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისასამხრეთ ამერიკის სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიარულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. ყოფილ სსრკ-ში ბინადრობდა 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი , მანჯურიული კურდღელი  თეთრი კურდღელი , რუხი კურდღელი , კურდღელი-ტოლაი . საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს.


                                                                                 

                                                                          თუთიყუში


     თუთიყუში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფრინველია, თუმცა, მათ არ აქვთ ლოგიკური ჯაჭვების შექმნის იმდენად გამოხატული უნარები, როგორიც, მაგალითად, ყორანს.


თუთიყუშის მეტყველების აპარატს გააჩნია ბგერათა ფართო სპექტრის შესანიშნავი კოპირების უნარი, ყურს კი – სიხშირეთა აღქმის ისეთი დიაპაზონი, რომელიც ადამიანის მიერ აღქმადი სიხშირეების დიაპაზონის მსგავსია. ამის გამო, თუთიყუშს აქვს ჩვენი სიტყვებისა და მთელი წინადადებების კოპირების შეუდარებელი უნარი.
არსებობს უტყუარი ცნობები იმ ფრინველთა შესახებ, რომელთა სიტყვიერი მარაგი შეიცავდა 1000-ზე მეტ სიტყვას, ამასთან ერთად მათ ზეპირად იცოდნენ მრავალი სიმღერა, რომლებთაც ყალბი ბგერების გარეშე ასრულებდნენ.


                                                                    


















                                                                                                   


                                                                                    კამეჩი



                                                                 

კამეჩებიმცოხნელი ძუძუმწოვრები წყვილჩლიქოსანთა რიგის ძროხისებრთა ოჯახისა. კამეჩებს აქვთ მასიური სხეული, მოკლე კისერი, დაბალი და მძლავრი ფეხები, განიერი თავი, დინგის წვეროს ზედა ტიტველი ნაწილი, , გრძელი კუდი გრძელბალნიანი ფუნჯით ბოლოვდება. გავრცელებული არიან სამხრეთ აზიასა და სამხრეთ აფრიკაში, ჯგუფურად ცხოვრობენ. მაკეობა 12 თვემდე გრძელდება. ცნობილია კამეჩების 4 სახეობა: 1.ინდური კამეჩი . გავრცელებულია ინდოეთშიინდოჩინეთშიშრი-ლანკასა და კალიმანტანზე, 2. ფილიპინური კამეჩი გვხვდება კუნძულ მინდოროზე (ფილიპინის კუნძული). სრული მოსპობა ემუქრება. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ 100-მდე ეგზემპლარი. 3. ანოა გვხვდება კუნძულ სულავესზე. 4. აფრიკული ანუ კაფრული კამეჩი  გავრცელებულია აფრიკაში (საჰარის სამხრეთით). ცხოვრობს სავანებში. სპორტული ნადირობის ობიექტია. ბევრგან უკვე მოისპო.


                                                                ჟირაფისებრი ანტილოპა



 ანტილოპა , წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 43-50 კგ აღწევს. მამლის რქები ქნარისებურადაა მოხრილი. გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკაში. ბინადრობს უდაბნოში. იკვებება ფოთლებით. გვხვდება წყვილებად ან იშვიათად ქმნის მცირე ჯგუფს (6-7 დედალი და 1 მამალი). აქტიურია დილით და საღამოთი. მაკეობა 7 თვე გრძელდება. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს. სანადირო ობიექტია.



                                                                         ზებრა




ზებრებიცხენის გვარის  ძუძუმწოვართა ჯგუფი. ზებრების სხეულის სიგრძეა 2-2,4 მ, კუდისა 47-57 სმ, სიმაღლე მინდაოში — 1,2-1,4 მ, წონა 350 კგ-მდე. სხეული შეფერილი აქვთ მუქი და ღია ფერის ზოლებით, რაც მათ შეუმჩნეველს ხდის, განსაკუთრებით სავანებში. ფაფარი მოკლეა, კუდი გრძელი ბალნის ფუნჯით ბოლოვდება. განარჩევენ ზებრების 3 სახეობას: მთის ზებრაგრევის ზებრა  და კვაგა . ზებრები გავრცელებულია აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში. მომთაბარე ცხოველებია. ცხოვრობენ 10-30 სულიან ჯოგებად. ბინადრობენ ღია ველებზე (მთის ზებრა ზოგჯერ მთაში 2000 მ-ზეც გვხვდება). იკვებებიან ბალახით. მაკეობა 346-369 დღე გრძელდება. შობენ 1-2 ნაშიერს. ლამაზი ტყავისთვის უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც მათი რაოდენობა ძლიერ შემცირდა. ზოგი სახეობა კი სულ ამოწყდა. ამჟამად მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია, ან დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში. ზებრები კარგად იტანენ ტყვეობას, რეგულარულად მრავლდებიან, მაგრამ ძნელად თვინიერდებიან.



                                                                                         

                                                                                     ტურა


    მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 71-82 სმ, მასა — 7-13 კგ. ზამთრობით ჩალისფრადაა შეფერილი, ზაფხულში ჭუჭყისფერ-ყვითელია და წითურ-მოშავო ელფერი დაკრავს, კუდი წითურ-მურაა, ბოლოში შავდება. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაშიჩრდილოეთ აფრიკაშისამხრეთ აზიაში და კუნძულ შრი-ლანკაზესაქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე. ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში, ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს. იკვებება ცხოველური და მცენარული საკვებით, უმეტესად თაგვისებრი მღრღნელებით, კურდღლებით, ფრინველებით, თევზებითა და სხვა. ჭამს მძორს, ნაყოფს და სხვა. მაკეობა 63 დღე-ღამე გრძელდება. შობს 4-6 (იშვიათად 8-მდე) უსუსურ და თვალაუხილავ ლეკვს, რომლებიც სქესობრივად მწიფდებიან სიცოცხლის მე-2 წელს. ტურა აქტიურია უმთავრესად ღამით. ტურის ტყავი დაბალი ხარისხისაა და მისი სარეწაო მნიშვნელობა მცირეა. ერთგვარ ზიანს აყენებს სამონადირეო მეურნეობას და მეფრინველეობას, ზოგჯერ ცოფისა და შავი ჭირის გამომწვევების გადამტანია.            





                                                                                       ცხენი


ცხენი ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში. ცხენი შინაური ცხოველია ის წარმოიშვა გარეული ცხენისაგან

. საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი. ცხენს აქვს გრძელი, წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება. თითი დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით. იმის გამო, რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს. შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე. ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს. ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ, გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ. ახლაც ცხენს ფეხის ჩონჩხში შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული ძვალი, რომლებსაც გრიფელის ძვლები ეწოდება. მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა, ცხენს რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი.
                         
Muybridge race horse animated.gif
ცხენს კარგი მხედველობა, სმენა და ყნოსვა აქვს. შედარებით გრძელ კისერზე მაღლა აწეული თავი საშუალებას აძლევს შორიდანვე დაინახოს მტერი. მაღლა აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები მოწმობენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას. ველის პირობებში წარმოშობილ ცხენს თავიდანვე აწუხებდნენ ბუზები და სხვა მწერები. მათ წინააღმდეგ ცხენს შეუძლია აამოძრაოს კანი და ამით დააფრთხოს მომაბეზრებელი მწერები. მწერების მოგერიებაში ცხენს ეხმარება გრძელი კუდიც. ცხენი ბალახის მჭამელი ცხოველია.მცენარეული საკვების შესაბამისად აგებულია მისი კბილები და კუჭ-ნაწლავიც. ცხენი არ ცოხნის საკვებს მან საძოვარზევე უნდა მოასწროს საკვების დაღეჭვა. ამიტომ ძალიან კარგად განვითარებული კბილები აქვს, რის გამოც მისი ყბებიც გრძელია: გრძელი ყბები კი ცხენის თავს წაგრძელებულ ფორმას აძლევს. ზედა და ქვედა ყბის წინა ნაწილში ექვს-ექვსი დიდი და წინ დახრილი მჭრელი კბილი აქვს. ამ მჭრელებით ცხენი ბალახს გლეჯს. ეშვები მხოლოდ ულაყს აქვს, მაგრამ ისინი ძალიან დაპატარავებულია. მჭრელების უკან ყბებზე უკბილო მანძილია, რომლის შემდეგ ორივე ყბის თითოეულ მხარეზე ექვსი ძირითადი კბილია. ძირითადი კბილები დიდია, მათი ზედაპირი ბრტყელია და მინანქრის ნაოჭებითაა დაფარული.ასეთი კბილების საშუალებით ცხენი ძალიან კარგად ღეჭავს ბალახს, თივას და სხვა მცენარეულ საკვებს. ცხენის კუჭი დიდი მოცულობისაა, მაგრამ მარტივი აგებულებისა, ე. ი. არ არის დაყოფილი, როგორც მცოხნელებში. სამაგიეროდ ცხენს გაცილებით დიდი ბრმანაწლავი აქვს, ვიდრე მცოხნელებს. ძნელად მოსანელებლი მცენარეული საკვები ნაწილობრივ ბრმა ნაწლავში განიცდის მონელებას.





                                                                        მარტორქა





ბეწვიანი მარტორქა  — ამომწყდარი კენტჩლიქოსანი ძუძუმწოვარი მარტორქისებრთა ოჯახისა. ხშირი ი კუზი, თავზე 2 რქა: წინა (1 მ-მდე სიგრძის) — დინგზე, უკანა (ბევრად მოკლე) — შუბლზე. ცხოვრობდა გვიანდელი პლეისტოცენში მთელ ევროპაში (უკიდურესი სამხრეთის გარდა). აღმოსავლეთ ციმბირის გაყინულ ქანებში აღმოჩენილია ბეწვიანი მარტორქის ძვლები და რამდენიმე მურაბეწვიანი ლეში. ორი ლეში (უბეწვო) დაპოვნია დასავლეთ უკრაინაში ნავთობით გაჟღენთილ თიხიან ქვიშებში. იქვე აღმოჩნდა მათი საკვების ნარჩენებიც — ნაძვის, სოჭის, ლარიქსის წიწვები, ძეწნის, წითელი მოცვის, მარცვლოვნების ფოთლები. ბეწვიანი მარტორქაზე ნადირობდა ძველი ქვის ხანის ადამიანი, რასაც მოწმობს კლდეზე შემორჩენილი გამოსახულებანი.